Accentnews.ge
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 5 რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

30/08/2021 06:56:08 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1915 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5929 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა,
  • აჭარა - 247,
  • იმერეთი - 180,
  • ქვემო ქართლი - 88,
  • შიდა ქართლი - 140,
  • გურია - 72,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171,
  • კახეთი - 174,
  • მცხეთა-მთიანეთი - 32,
  • სამცხე-ჯავახეთი - 53,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 284, აჭარაში - 1 012, იმერეთში - 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 713, აჭარაში - 171, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 - თბილისში, 1 026 - აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 398, პირი, აჭარაში - 6 221, იმერეთში - 3 998.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S