Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვული რეაქტორი კვლავ აამუშავა

ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვული რეაქტორი კვლავ აამუშავა

30/08/2021 06:12:40 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ, როგორც ჩანს, იონგბიონის ბირთვული რეაქტორი კვლავ აამუშავა, - ამის შესახებ გაერო–ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ივლისის დასაწყისიდან რეაქტორის ფუნქციონირების ნიშნები შეიმჩნევა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, რეაქტორის ხელახლა ამუშავების გარდა, არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ფხენიანი იყენებს ახლომდებარე რადიოქიმიურ ლაბორატორიას რეაქტორისგან ამოღებული საწვავისგან პლუტონიუმის გამოსაყოფად. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ქმედება "უკიდურესად შემაშფოთებელია" და გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „აშკარა დარღვევაა.“

ფხენიანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშომლობა 2009 წელს შეწყვიტა, რის გამოც სადღეისოდ სააგენტო შეფასებებს სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S