საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს
30/08/2021 05:41:17 მსოფლიო
საბერძნეთში, ათენში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. როგორც Reuters იუწყება, დაახლოებით 7000–მდე ადამიანმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ჯანდაცვის სექტორისა და მოხუცთა თავშესაფრების მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას აპროტესტებდნენ. აქცია მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა.
/cloudfront-us-east-2.images.arcpublishing.com/reuters/4RPC7DPOP5PSRA2CA2RI2QSATA.jpg)
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ცეცხლწაკიდებულ ნივთებსა და სხვადასხვა სახის საგნებს ისროდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
/cloudfront-us-east-2.images.arcpublishing.com/reuters/JJW66BEFHBOHZIQVW6VUB6UANE.jpg)
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 11 მილიონს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულია 5.7 მილიონამდე ადამიანი. როგორც Reuters წერს, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბერძნების უმეტესობა მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას გარკვეული ჯგუფებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცთა თავშესაფრების პერსონალი.
ცნობისთვის: ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორისა და მოხუცთა თავშესაფრების მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება 1 სექტემბრიდან იგეგმება. შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ათენში რამდენჯერმე გააპროტესტეს.


