აშშ–მა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთა
30/08/2021 05:10:24 მსოფლიო
აშშ–მა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთა. როგორც BBC იუწყება, ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატით ააფეთქეს აეროპორტის სიახლოვეს მოძრავი ავტომობილი, რომელშიც, სულ მცირე, ერთი თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა.
ამერიკელმა სამხედროებმა 31 აგვისტოს უნდა დაასრულონ თანამოქალაეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაცია.
გუშინ აშშ–მა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა მოკავშირეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ავღანეთში დარჩენილ ყველა ადამიანს, ვისაც მოგზაურობის ნებართვა ექნება, თალიბები დაუბრკოლებლად გაუშვებენ. ავღანეთის მოქალაქეებსა და უცხოელებს გამგზავრება აშშ-ის გარდა, ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში შეეძლებათ. ამასთან, "თალიბანმა" გამგზავრების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობაც დადო.
26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარი 2 აფეთქების შედეგად 170-მდე რიგითი მოქალაქე და 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინციამ" აიღო.


