Accentnews.ge
ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

30/08/2021 04:35:42 მსოფლიო

აშშ-ის შტატ ლუიზიანას ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს. აშშ-ის „ქარიშხლის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ხის დაცემის შედეგად.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოგლიჯა ხეები. ამ დროისთვის შტატის 750 000 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის დენის მიწოდების აღდგენას.

ცოტა ხნის წინ აშშ–ის ამინდის ეროვნულმა სააგენტომ შტატის მოსახლეობა წყალდიდობის თაობაზე გააფრთხილა.კერძოდ, ლუიზინას სამ ქალაქში – Hammond, Tickfaw და Ponchatoula –ში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფოს იპოვონ შემაღლებული ადგილები, სადაც წყალდიდობას შეაფარებენ თავს.

"ძლიერი წვიმა გრძელდება და კიდევ უფრო იზრდება გამანადგურებელი წყალდიდობის რისკი", – აცხადებენ ამინდის ეროვნულ სააგენტოში.

„იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე 28–29 აგვისტოს გაძლიერდა. ქარიშხალს მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ლუიზიანის შტატის გუბერნატორის ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S