Accentnews.ge
შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით, 6 ობიექტი დააჯარიმა და 5 დალუქა

შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით, 6 ობიექტი დააჯარიმა და 5 დალუქა

29/08/2021 11:07:50 საზოგადოება

ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით 6 ობიექტი დააჯარიმა და 5 დალუქა.

ინსპექცია აცხადებს, რომ დარღვევები რეკომენდაციებს კრიტიკულად არ შეესაბამებოდა.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია". - წერია შრომის ინსპექციის განცხადებაში.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა.

დაჯარიმდა 46 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S