Accentnews.ge
ბაიდენი: "ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმა მომდევნო 24-36 საათში მოხდება"

ბაიდენი: "ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმა მომდევნო 24-36 საათში მოხდება"

29/08/2021 11:05:05 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტში კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმა დიდი ალბათობით მომდევნო 24-36 საათში მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ტერაქტის საფრთხის შესახებ სამხედრო ხელმძღვანელებმა აცნობეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვიანებით განაცხადება გაავრცელა, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.

აშშ ქაბულის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებს. ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს უნდა დასრულლდეს. 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 110 000-ზე მეტი ავღანელი და უცხო ქვეყნის მოქალაქე გაიყვანა.

ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200 ადამიანი, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, აშშ-ის სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მეთაური მოკლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S