თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
29/08/2021 07:10:57 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში გასულ დღეებთან შედარებით კოვიდ–ინფიცირების ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ჩატარდა ნაკლები ტესტი. კერძოდ, 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 215 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 027, „პისიარ“ ტესტით – 10 190.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10, 58 %, ბოლო 14 დღის – 10, 49%, ბოლო 7 დღის – 10, 15%.
ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში დადასტურდა 1 004 შემთხვევა,
- აჭარაში – 385,
- იმერეთში – 327,
- ქვემო ქართლში – 181,
- შიდა ქართლში – 129,
- გურიაში – 66,
- სამეგრელო-ზემო სვანეთში – 183,
- კახეთში – 247,
- მცხეთა-მთიანეთში – 75,
- სამცხე-ჯავახეთში – 57,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.
ოფიციალური ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 245, აჭარაში – 1 011, იმერეთში – 1 168.


