საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა
29/08/2021 06:59:16 საზოგადოება
საველე ჰოსპიტალში, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზეა მოწყობილი, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
მომხდარი მედიას დაუდასტურა კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო სრულყოფილ ინფორმაციას საზოგადოებას 29 აგვიტოს მიაწვდის.
მედიაში ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 82 პაციენტი მკურნალობს.


