Accentnews.ge
ლუიზიანაში ქარიშხალ "იდას" გამო მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო

ლუიზიანაში ქარიშხალ "იდას" გამო მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო

29/08/2021 06:56:55 მსოფლიო

სინოპტიკოსებმა მექსიკის ყურის ჩრდილოეთში მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ ქარიშხალ იდას მოლოდინის გამო შეიძლება, გარკვეული ზომების მიღება გახდეს საჭირო. ქარიშხალი, რომლის სიჩქარემაც, შესაძლოა, 209 კმ/სთ-ს მიაღწიოს, ლუიზიანას შტატს კვირას მიუახლოვდება.

CNN-ის ცნობით, ქარიშხალმა იდამ კუბადან მექსიკის ყურეში გადაინაცვლა. მისი გააქტიურება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ქარიშხალი გზად უფროდაუფრო "ორგანიზებული" ხდება.

ნიუ-ორლეანსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ევაკუაციაც კი გამოცხადდა. ნიუ-ორლეანის მერმა ლატოია კანტრელმა მცხოვრებლებს ურჩია, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი.

„დრო ჩვენს მხარეს არაა. ქარიშხალი ძალიან სწრაფად იზრდება და ძლიერდება, უფროდაუფრო ინტენსიური ხდება. თუკი გეგმავთ, რომ დატოვოთ ქალაქი, ეს ახლავე გააკეთეთ", - განაცხადა მერმა.

ნავარაუდევია, რომ ქარიშხალი იდა სიძლიერის მეოთხე კატეგორიას მიაღწევს. ტროპიკულმა შტორმმა ნიუ-ორლეანს, შესაძლოა, კვირას, დილის რვა საათამდე მიაღწიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S