Accentnews.ge
ავღანეთიდან ათობით ბავშვი მეურვეების გარეშე გამოიყვანეს

ავღანეთიდან ათობით ბავშვი მეურვეების გარეშე გამოიყვანეს

28/08/2021 09:39:28 მსოფლიო

აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა,– იუწყება „როიტერი“ აშშ-ის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ბავშვები ქაბულის აეროპორტში მშობლებისა და მეურვის გარეშე მივიდნენ. აშშ-ში ჩაყვანის შემდეგ კი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტსა და სოციალური სამსახურის ლტოლვილთა ოფისს ჩააბარეს.

„როიტერის“ ცნობით, ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებს გადასცეს. სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ კი 34 ავღანელი არასრულწლოვანი იმყოფება, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში მოათავსეს, რომლებსაც გააჩნიათ ავღანელ ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 105 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, რომელთა შორის არიან აშშ-ის მოქალაქეები, ავღანელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S