Accentnews.ge
თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ხუთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

28/08/2021 08:24:01 საზოგადოება

28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,42%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან

  • თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა,
  • აჭარა - 456,
  • იმერეთი - 447,
  • ქვემო ქართლი - 295,
  • შიდა ქართლი - 254,
  • გურია - 121,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304,
  • კახეთი - 389,
  • მცხეთა-მთიანეთი - 102,
  • სამცხე-ჯავახეთი -86,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს - 27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.

28 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 122 209 აცრა.

1 დოზით აცრილია 760 899 ადამიანი.

სრულად აცრილია 361 310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.7%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S