Accentnews.ge
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპული რიგითი მოქალაქეების რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპული რიგითი მოქალაქეების რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

27/08/2021 13:50:55 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტთან გუშინ მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაღუპული რიგითი მოქალაქეების რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

აფეთქებების შემდეგ ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტის საშუალებით კვლავ ცდილობს ქვეყნის დატოვებას.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვეერპლა. დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S