Accentnews.ge
"ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება, რათა გარკვეული ფულადი ჯილდოებით წახალისდნენ"

"ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება, რათა გარკვეული ფულადი ჯილდოებით წახალისდნენ"

27/08/2021 13:23:25 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

„რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე ეს საკითხი. განვიხილეთ. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S