Accentnews.ge
გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღეიდან წყვეტს, 150–მდე თანამოქალქე და 1100–მდე საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელი პერსონალი ქვეყანაში რჩება

გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღეიდან წყვეტს, 150–მდე თანამოქალქე და 1100–მდე საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელი პერსონალი ქვეყანაში რჩება

27/08/2021 11:02:26 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღეიდან წყვეტს.

თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის განცხადებით, განხორციელდება მხოლოდ იმ თანამოქალაქეთა და ავღანელი პერსონალის ევაკუაცია, რომლებიც უკვე იმყოფებიან აეროპორტში:

"დღეს დაახლოებით 1000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება".

მისი თქმით, "ავღანეთში რჩება 800-დან 1 100-მდე საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ “Arap-ის” პროგრამაში (რაც ავღანეთიდან ევაკუაციას გულისხმობდა) და გაერთიანებული სამეფოს 100-დან 150-მდე მოქალაქე, რომელთა ნაწილს ქვეყანაში დარჩენა თავად სურს".

თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის განცხადებით, პირებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს ქვეყნის დატოვება, მესამე ქვეყნებს უნდა მიაშურონ ან ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში, მიიღონ რჩევა, თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე "თალიბანის" მმართველობის პირობებში.

მას არ დაუკონკრეტებია ზუსტი თარიღი, როდის დატოვებენ ქვეყანას ბრიტანელი სამხედროები.

შეგახსენებთ, რომ მოკავშირე ძალების მიერ მიმდინარე ევაკუაციის ოპერაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S