Accentnews.ge
რა ხდება ქაბულის საავადმყოფოებში აეროპორტთან განხორციელებული ტერაქტების შემდეგ

რა ხდება ქაბულის საავადმყოფოებში აეროპორტთან განხორციელებული ტერაქტების შემდეგ

27/08/2021 09:39:02 მსოფლიო

ქაბულის საავადმყოფოებში გადავსებულია იმ პაციენტებით, რომლებიც გუშინ დედაქალაქის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავდნენ.

როგორ "ქაბულის ქირურგიული ცენტრი" აცხადებს, მთელი ღამის განმავლობაში კლინიკებში მედპერსონალი თითქმის შესვენების გარეშე მუშაობდა.

"ქაბულის ქირურგიული ცენტრში" დაახლოებით 2 საათში 60 დაშავებული პაციენტი შეიყვანეს.

"სამი საოპერაციო მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ბოლო ოპერაცია დილის 4 საათზე დავასრულეთ. პაციენტთა ნაწილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ვითარება საკმაოდ მძიმეა", – აცხადებენ "ქაბულის ქირურგიული ცენტრში".

მისი ცნობით, დაშავებული პაციენტების უმეტესობა იმდენად იყო შეშინებული, რომ მეტყველება არ შეეძლოთ.

"შიში, ცარიელი მზერა, იშვიათად გვინახავს ასეთი სიტუაცია", – აცხადებენ "ქაბულის ქირურგიული ცენტრში".

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S