
"ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ"
27/08/2021 08:13:56 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან თავი შეიკავონ.
მისი განცხადებით, ზომების გამკაცრების მიუხედავად, შეკრებების წესი მაინც ირღვევა.
„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს. პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები. ეს სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა და ამიტომ, კიდევ ერთხელ, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი, ახალგაზრდები ხართ, არა?! თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! როცა დამთავრდება ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 031 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 73 პაციენტი.