Accentnews.ge
თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

27/08/2021 07:11:27 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 031 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 73 პაციენტი.

დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4585 პირი გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა,
  • აჭარა - 449,
  • იმერეთი - 493,
  • ქვემო ქართლი - 247,
  • შიდა ქართლი - 222,
  • გურია - 127,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 294,
  • კახეთი - 343,
  • მცხეთა-მთიანეთი - 83,
  • სამცხე-ჯავახეთი -100,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573 საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.

3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში.

44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 130 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 128, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 106 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 451, პირი, აჭარაში - 7 541 იმერეთში - 4 183.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S