Accentnews.ge
ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროებისა და ავღანელების რაოდენობა გაიზარდა

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროებისა და ავღანელების რაოდენობა გაიზარდა

27/08/2021 05:12:48 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტთან გუშინ მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროებისა და ავღანელების რაოდენობა გაიზარდა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S