Accentnews.ge
"თალიბანი": "ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად უფრო მეტი თალიბი დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცი"

"თალიბანი": "ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად უფრო მეტი თალიბი დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცი"

27/08/2021 04:34:33 მსოფლიო

"თალიბანის" განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად უფრო მეტი თალიბი დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცი.

მისი ცნობით, თავდასხმებს, სულ მცირე, 28 თალიბი ემსხვერპლა.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S