Accentnews.ge
აშშ–ში ყველა სახელმწიფო შენობაზე და სამხედრო ბაზაზე დროშები დაშვებულია

აშშ–ში ყველა სახელმწიფო შენობაზე და სამხედრო ბაზაზე დროშები დაშვებულია

27/08/2021 04:29:58 მსოფლიო

ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემის ნიშნად აშშ–ში ყველა სახელმწიფო შენობაზე და სამხედრო ბაზაზე დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის: 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი ავღანელი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S