Accentnews.ge
გენერალი მაკენზი: "ვიცით, ვინ განახორციელა აფეთქებები და ვემზადებით საპასუხო ნაბიჯებისთვის"

გენერალი მაკენზი: "ვიცით, ვინ განახორციელა აფეთქებები და ვემზადებით საპასუხო ნაბიჯებისთვის"

26/08/2021 19:28:54 მსოფლიო

აშშ–ის ცენტრალური სარდლობის მეთაური გენერალი ფრენკ მაკენზი აცხადებს, რომ​ პენტაგონმა იცის, ვინ დგას ქაბულის აეროპორტთან დღეს განხორციელებული თავდასხმების უკან და საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

როგორც მან აღნიშნა, აფეთქებები ავღანეთში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" ჯგუფმა – "ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინციამ" (ISKP) განახორციელა.

ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. "თალიბანმა" მომხდარი დაგმო. აშშ–ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.

ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 12 ამერიკელი ჯარისკაცი და 60 რიგითი ავღანელი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 140 რიგითი მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S