აშშ–ის ცენტრალური სარდლობის მეთაური:"მძიმე დღე გვიდგას, ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 12 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა"
26/08/2021 19:04:36 მსოფლიო
აშშ–ის ცენტრალური სარდლობის მეთაური გენერალი ფრენკ მაკენზი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს, სულ მცირე, 12 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
"მძიმე დღე გვიდგას. დაღუპულია, სულ მცირე, 12 ჯარისკაცი, დაშავებულია, სულ მცირე, 15 სამხედრო მოსამსახურე. თავი თვითმკვლელმა ტერორისტებმა აიფეთქეს. განხორციელდა ორი ფეთქება, შემდეგ კი შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს", – განაცხადა გენერალმა მაკენზიმ.
სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 60 ავღანელი დაიღუპა, 140 კი დაშავდა. "თალიბანმა" მომხდარი დაგმო. აშშ–ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.


