"მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უმოკლეს დროში"
26/08/2021 16:22:52 მსოფლიო
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დროის მცირე მონაკვეთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.
"მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს. ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთან და მათ ახლობლებთანაა. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უმოკლეს დროში“, – წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. პენტაგონის ცნობით, დაღუპულია არაერთი ამერიკელი დსა სამოქალაქო პირი.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.


