ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქებაც მოხდა, პენტაგონის ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია
26/08/2021 15:00:19 მსოფლიო
ქაბულის აეროპორტში მეორე აფეთქებაც მოხდა, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, პირველ აფეთქებას ცოტა ხანში მეორეც მოჰყვა. ამასთან, ისმოდა სროლების ხმაც.
როგორც გამოცემა იუწყება, ორივე აფეთქება აეროპორტის Abbey–ს შესასვლელთან მოხდა, სადაც ქვეყნიდან გაღწევის იმედით ბოლო რამდენიმე დღეა, უამრავი ავღანელი იმყოფება.
ცოტა ხნის წინ პენტაგონში განაცხადეს, რომ აფეთქება მსხვერპლი მოჰყვა. მისივე ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.


