Accentnews.ge
პენტაგონი: "ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა"

პენტაგონი: "ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა"

26/08/2021 13:54:24 მსოფლიო

პენტაგონის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა.

"შეგვიძლია, დავადასტუროთ ინფორმაცია აეროპორტის გარეთ მომხდარი აფეთქების შესახებ. ამ დროისთვის არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია დაზარალებულთა თაობაზე. დაზუსტებულ მონაცემებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ", — წერს პენტაგონის პრეს-მდივანი ჯონ კირბი Twitter-ში.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდარის შესახებ უკვე მოახსენეს.

CNN კი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად რამდენიმე ავღანელი დაშავდა.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S