Accentnews.ge
მედია – ქაბულის აეროპორტიდან აფრენისთანავე იტალიურ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

მედია – ქაბულის აეროპორტიდან აფრენისთანავე იტალიურ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

26/08/2021 13:20:13 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტიდან აფრენისთანავე იტალიურ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს, – იუწყება Reuters იტალიის ოფიციალურ პირებზე დაყდნობით.

მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად თვითმფრინავი არ დაზიანებულა.

ვინ გაუხსნა ცეცხლი თვითმფრინავს ამ დროისთვის უცნობია.

როგორც ბორტზე მყოფმა იტალიელმა ჟურნალისტმა Sky 24 TG–ს განუცხადა, ხომალდს ცეცხლი აფრენიდან 1–2 წუთში გაუხსენეს. მისივე თქმით, თვითმფრინავში ავღანეთის დაახლოებით 100 მოქალაქე იმყოფება.

ცნობისთვის: აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ ქაბულის აეროპორტთან, ხოლო ადგილზე უკვე მყოფ პირებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულის მიზეზად ტერაქტის განხორციელების საფრთხე სახელდება.

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.

მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S