Accentnews.ge
რატომ არის მნიშვნელოვანი "ყირიმის პლატფორმაში" საქართველოს მონაწილეობა

რატომ არის მნიშვნელოვანი "ყირიმის პლატფორმაში" საქართველოს მონაწილეობა

26/08/2021 12:43:52 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები "აქცენტთან" "ყირიმის პლატფორმის" ინაუგურაციას ეხმიანებიან და განმარტავენ რატომ არის ეს ფორმატი მნიშვნელოვანი "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებისთვის (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ყირიმის პლატფორმა ხელს უწყობს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უკანონო ოკუპაციის საკითხისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების შენარჩუნებას.

"საქართველო კრემლის მხრიდან აგრესიის მსხვერპლია, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ქვეყანა წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე. ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რათა ეფექტური წინააღმდეგობა გაეწიოს ნარატივს, თითქოს ოკუპაციები ახალი "ნორმაა", – განუცხადა ევროპარლამენტარმა "აქცენტს".

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის რასა იუკნევიჩენეს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია "მოლოტოვის დოქტრინის" გაგრძელებაა.

მისი შეფასებით, "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ერთადერთი ფუნდამენტური გზაა ევროპის დანაწევრების მიმდინარე მცდელობების აღსაკვეთად".

"ყირიმის პლატფორმის ინაუგურაცია სიმბოლურ ისტორიულ დღეს - 23 აგვისტოს გაიმართა: 1939 წლის 23 აგვისტოს ორი ტირანის — სტალინისა და ჰიტლერის მიერ მართულმა რუსეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს საიდუმლო ოქმებს იმის შესახებ, თუ როგორ გაიყოფდნენ ოკუპირებულ ევროპას. რუსეთის მიერ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია "მოლოტოვის დოქტრინის" გაგრძელებაა. უკრაინელები დონბასში იბრძვიან არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც. თავისუფლებისმოყვარე ყველა ხალხისა და ქვეყნის მორალური მოვალეობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მათ სწრაფვას ნატო–სა და ევროკავშირის წევრობისკენ. ამ ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ხომ ერთადერთი ფუნდამენტური გზაა ევროპის დანაწევრების მიმდინარე მცდელობების აღსაკვეთად", – განუცხადა ევროპარლამენტარმა "აქცენტს".

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები "ასოცირებული ტრიოს" ფორმატის საგებელზეც საუბრობენ და იქვე აღნიშნავენ, რომ ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება, მათ შორის რეფორმების რეალურ პროგრესზე.

"ასოცირებული ტრიოს" ფორმატი სარგებლის მომტანია ევროკავშირისკენ მიმავალი სამივე ქვეყნისთვის – საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს უფრო მძლავრი გზავნილის შექმნას და ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყველაზე განვითარებული ქვეყნების მიმართ. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რეფორმების რეალურ პროგრესზე, ასევე ამ ქვეყნების უნარზე, ჩამოაყალიბონ მკაფიო ინიციატივები და იდეები. ევროკავშირის მხრიდან პროგრესი შეფასებულია ინდივიდუალურად თითოეული ქვეყნისათვის და შეფასებისას გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების ყველა ასპექტი, მათ შორის — დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცულობის დონე", – აცხადებს კუბილიუსი.

ამავე თემაზე: თბილისი საგარეო პოლიტიკურ მიდგომებს ცვლის?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S