Accentnews.ge
სახლები 1 ევროდ რომის მახლობლადაც გაიყიდება

სახლები 1 ევროდ რომის მახლობლადაც გაიყიდება

26/08/2021 13:02:18 მსოფლიო

იტალიაში მთავრობის მიერ წამოწყებული პროგრამა „სახლი 1 ევროდ“ უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. პროგრამა მიზნად იმ სოფლების და მცირე მუნიციპალიტეტების დასახლებას ისახავს, რომლებიც მიტოვებულები არიან და გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან. სახლები ძირითადად სიცილიისა და სარდინიის კუნძულებზე იყიდება, თუმცა ამჯერად მათ რიგებს რომის მახლობლად მდებარე ქალაქი მაენცა შეემატა.

მაენცა ლაციოს რეგიონში პირველი ქალაქია, რომელიც აღნიშნულ პროგრამას შეუერთდა. ქალაქის მერი კლაუდიო სპერდუტი იმედოვნებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 100-მდე მიტოვებული სახლის გაყიდვას შეძლებენ.

უძრავი ქონების შეძენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თუმცა, ერთი პირობით. ახალმა მფლობელმა საკუთრება სამი წლის განმავლობაში უნდა განაახლოს. ამასთან, ბინის შეძენისას მყიდველს გარანტიის სახით 5 000 ევრო უნდა ჰქონდეს, რომელიც უძრავი ქონების განახლების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S