აშშ ირანის საფრთხეებისგან ისრაელის თავდაცვას უზრუნველყოფს
26/08/2021 12:39:03 მსოფლიო
აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელმა ირანის საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლოს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ოსტინის თქმით, ირანი საგანგაშო ბირთვულ ნაბიჯებს დგამს, რის გამოც რეგიონში აგრესიულ პოლიტიკას ამწვავებს.
"აშშ მზად არის, გააძლიეროს თავისი სტრატეგიული ურთიერთობა ისრაელთან და აშშ ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი თავდაცვის უფლების ერთგულია", – განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.


