გაბუნია: "ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება"
26/08/2021 12:24:19 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კოვიდით გამოწვეული გართულებებით სიკვდილიანობის კლება ჯერ მოსალოდნელი არაა.
"როდესაც ჩვენ ორი კვირის წინ გვქონდა შემთხვევების მაღალი რაოდენობა, ეს, რა თქმა უნდა, არის უკვე ის შემთხვევები, რომლებიც დაყოვნებულია, მძიმეა, იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. საუბედუროდ, ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო [...]
ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, რადგან შემთხვევები, - ჩვენ თუ შევხედავთ ორი კვირის წინ შემთხვევების რაოდენობას, პროგნოზულად აქედან 1,3% არის ჩვენთვის მოსალოდნელი პროპორციული რაოდენობა, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, უბრალოდ, მედიცინამ ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა ვერ მოძებნა, რომ ამის იქით სიკვდილობა შემცირდეს", - ამბობს გაბუნია.
26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 79 ადამიანი იმსხვერპლა. ჯამში ვირუსს 7 028 ადამიანი ემსხვერპლა.


