მედია: თალიბებმა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის დაცვას იარაღი და ავტომობილები ჩამოართვეს
26/08/2021 11:28:20 მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ ყარზაი და ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარე, აბდულა აბდულა შინა პატიმრობაში მოაქცია, – ამის შესახებ CNN ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, თალიბებმა ჰამიდ ყარზაის და აბდულა აბდულას დაცვას იარაღი და ავტომობილები ჩამოართვეს.
გასულ კვირას „თალიბანის“ პრესსპიკერმა „სიენენს“ უთხრა, რომ ავღანურ დაჯგუფებას ინკლუზიური მთავრობის ფორმირება სურს. მოგვიანებით, თალიბებმა ჰამიდ ყარზაისთან და აბდულა აბდულასთან მოლაპარაკებები გამართეს.


