საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატებას პროგნოზირებენ
26/08/2021 10:53:52 საზოგადოება
27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.
29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.


