Accentnews.ge
პუტინმა ავღანეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის თაობაზე ბრძანება გასცა

პუტინმა ავღანეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის თაობაზე ბრძანება გასცა

26/08/2021 07:53:45 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავღანეთიდან თანამოქალაქეების ევაკუაციის თაობაზე ბრძანება გასცა. როგორც კრემლში აცხადებენ, ევაკუაციისთვის ქაბულში 4 რუსული თვითმფრინავი გაიგზავნა.

"ავღანეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში არიან როგორც თალიბები, ისე "ისლამური სახელმწიფოს" წევრები. ტერაქტის განხორციელების საფრთხე ძალიან მაღალია", – აცხადებენ კრემლში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განხორციელდება როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია:

"გამოვიყვანთ 500–ზე მეტ პირს, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და უკრაინის მოქალაქეებს".

მანამდე, ავღანეთში რუსეთის ელჩმა დიმიტრი ჟირნოვმა განაცხადა, რომ "თალიბების პირობებში ავღანეთში უკეთესია".

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S