24 წლის კოვიდ-ინფიცირებული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
26/08/2021 07:37:51 საზოგადოება
ქუთაისში 26 წლის კოვიდ-ინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი ბათუმიდან ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადაიყვანეს.
კლინიკა "ბომონდში" აცხადებენ, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანისას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა:
"20 აგვისტოს კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა ბათუმის სამშობიარო სახლიდან 24 წლის გოგო, 36 კვირის ორსული. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა.
გადაუდებელი აუცილებლობიდან ჩატარდა საკეისრო კვეთა, დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკეისრო კვეთის შემდეგ გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიაში, რამდენიმე დღე მკურნალობდა, მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე გარდაიცვალა. გოგონა აცრილი არ იყო, რა თქმა უნდა".
ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია.


