Accentnews.ge
აჭარის განათლების მინისტრი ესეების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

აჭარის განათლების მინისტრი ესეების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

26/08/2021 07:25:00 საზოგადოება, რეკლამა

დღეს პეტრას ციხეზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ვროცლავიდან ესეების კონკურსის შედეგად გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

ესეების კონკურსი, რომელიც ორივე სახელმწიფოში ტარდება მნიშვნელოვანი პროექტია და მასში ასობით ახალგაზრდაა ჩართული. სკოლის მოსწავლეები უკეთ ეცნობიან საქართველოსა და პოლონეთის შესახებ ინფორმაციას, ისტორიას, კულტურას. პოლონეთის მხარემ ესეების კონკურსი სახელწოდებით „ საქართველო ჩემი ოცნების ქვეყანა“ გამოაცხადა და 20 გამარჯვებული ესტუმრა ბათუმს.

მიმდინარე წელს აჭარიდან იგივე კონკურსის წესით შეირჩნენ მოსწავლეები და შემოდგომაზე პოლონეთში გაემგზავრებიან.

მინისტრმა ისაუბრა აჭარის რეგიონსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში წლების განმავლობაში განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების, მათი სამომავლო განვითარების შესახებ.

პოლონელი მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-კულტურული ტურები იმართება.

დღეს, პოლონელ მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S