Accentnews.ge
თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

26/08/2021 07:03:35 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 5611პირი გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა,

  • აჭარა - 494,
  • იმერეთი - 462,
  • ქვემო ქართლი - 312,
  • შიდა ქართლი - 274,
  • გურია - 119,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334,
  • კახეთი - 361,
  • მცხეთა-მთიანეთი - 102,
  • სამცხე-ჯავახეთი -99,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 134, აჭარაში - 1 024, იმერეთში - 1 074.

ამ ეტაპზე მძიმეპაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 163, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 34, იმერეთში - 27.

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 470 - თბილისში, 1 270 - აჭარაში.

45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 127, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 441, პირი, აჭარაში - 7 790 იმერეთში - 4 762.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S