Accentnews.ge
"თალიბანმა" უარი განაცხადა ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებაზე, თუმცა დაგვპირდა, რომ უცხოელებსა და ავღანელებს ქვეყნის დატოვების უფლებას 31 აგვისტოს შემდეგაც მისცემს"

"თალიბანმა" უარი განაცხადა ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებაზე, თუმცა დაგვპირდა, რომ უცხოელებსა და ავღანელებს ქვეყნის დატოვების უფლებას 31 აგვისტოს შემდეგაც მისცემს"

26/08/2021 06:00:44 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, "თალიბანმა" უარი განაცხადა ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ უცხოელებსა და ავღანელებს ქვეყნის დატოვების უფლებას 31 აგვისტოს შემდეგაც მისცემს.

”თალიბანმა" აიღო საჯარო და კერძო ვალდებულებები, 31 აგვისტოს შემდეგაც უზრუნველყონ უსაფრთხო გადასვლა ამერიკელებისთვის, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ავღანელებისთვის. აშშ დაეხმარება მათ, ვისაც სურს დატოვოს ავღანეთი არა მხოლოდ ჩვენი ევაკუაციისა მისიის განმავლობაში, არამედ ყოველ დღე ამ მისიის შემდეგაც",– განაცხადა ბლინკენმა.

​მისივე თქმით, აშშ-ის მიერ ორგანიზებული ფრენებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ავღანეთიდან დაახლოებით, 19 000 ადამიანია ევაკუირებული.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S