Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო ვალმა 20 ტრილიონს გადააჭარბა

რუსეთის სახელმწიფო ვალმა 20 ტრილიონს გადააჭარბა

25/08/2021 17:22:39 მსოფლიო

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის შედეგებით, რუსეთის სახელმწიფო ვალი 1,483 ტრილიონით, 20,4 ტრლნ რუბლამდე, ანუ მშპ-ის 17,7%-მდე გაიზარდა, - იუწყება ქვეყნის მთვლელი პალატა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო ვალის ზრდამ 7,8% შეადგინა.

შიდა ვალი 1,435 ტრილიონით, ანუ 9,7%-ით, 16,187 ტრლნ რუბლამდე გაიზარდა. სახელმწიფო ვალის მთელს მოცულობაში მისი წილი 77,9-დან 79,3%-მდე გაიზარდა.

საგარეო ვალი კი ხსენებულ პერიოდში 1,839 მილიარდი დოლარით, ანუ 3,2%-ით, 58,542 მლრდ დოლარამდეა (4,237 ტრლნ რუბლამდე) გაზრდილი.

6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 506 მლნ რუბლი დაიხარჯა, მათგან 434,5 მლრდ შიდა ვალის დასაფარად მიიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S