ნელი ვაქცინაციის გამო მსოფლიო ეკონომიკა ტრილიონებს კარგავს
25/08/2021 17:19:05 მსოფლიო
რიგ ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელმა ტემპმა და ვაქცინაზე მოსახლეობის არათანაბარმა წვდომამ შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკას გიგანტური ზარალი მოუტანოს, - თვლიან Economist Intelligence Unit (EIU)-ის ექსპერტები.
მათი გათვლით, ხსენებული მიზეზებით მსოფლიო მასშტაბით წარმოებამ შესაძლოა, 2022-2025 წლებში 2,3 ტრილიონი დოლარი (1,96 ტრლნ ევრო) იზარალოს და ეს ტენდენცია უპირველესად, განვითარდებად ქვეყნებს ეხებათ აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ ვაქცინის პირველი დოზაც არ მიუღია.
EIU-ს გათვლით, მსოფლიო ეკონომიკის სავარაუდო დანაკარგების 2/3 განვითარებადი ქვეყნების წილზე მოვა, შედეგად უფრო განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან მათი დაახლოების პროცესი შენელდება და გამორიცხული არაა, ამ რეგიონებში სოციალური აფეთქებები მივიღოთ.
კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, უფრო შეძლებულ ქვეყნებში თუნდაც ერთხელ ვაქცინირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 60%-ს აღწევს, მაშინ, როცა განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ჯერ 1%-ს უტოლდება.


