Accentnews.ge
თალიბები ქალებს "ურჩევენ", სახლიდან არ გავიდნენ და არ იმუშავონ

თალიბები ქალებს "ურჩევენ", სახლიდან არ გავიდნენ და არ იმუშავონ

26/08/2021 08:15:51 მსოფლიო

თალიბებმა ავღანელ ქალებს სახლში დარჩენისა და არმუშაობის რეკომენდაცია მისცეს, - იუწყება BBC ტერორისტული მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელ ზაბიჰულა მუჯაჰიდზე დაყრდნობით.

"ჩვენი უსაფრთხოების ძალები არ არიან შესაბამისად გაწვრთნილები, რომ ქალების მიმართ მოქცევა იცოდნენ. სანამ მათი უსაფრთხოება სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი... ვთხოვთ ქალებს, სახლში დარჩნენ", – განაცხადა მუჯაჰიდმა და დასძინა, რომ "საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე".

ამასთან, მან ავღანელებს ქაბულის აეროპორტში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა და განმარტა, რომ "იქ სრული ქაოსი სუფევს".

მუჯაჰიდმა აშშ-საც მიმართა და მოუწოდა, "ავღანეთიდან ემიგრაციის წახალისება შეწყვიტოს", რადგან "ქვეყანას თავადაც სჭირდება თავისი ნიჭიერი მოქალაქეები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S