Accentnews.ge
ლავროვი: "რუსეთს შუა აზიაში აშშ-ის ჯარის ხილვა არ სურს"

ლავროვი: "რუსეთს შუა აზიაში აშშ-ის ჯარის ხილვა არ სურს"

25/08/2021 14:31:28 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს აშშ-ის ჯარი შუა აზიაში იხილოს, რადგან ამან შეიძლება, რეგიონი თავდასხმების სამიზნედ აქციოს. ამის შესახებ ლავრვმა ჟურნალისტებს თავის უნგრელ კოლეგა პეტერ სიირტოსთან მოლაპარაკების შემდეგ ბუდაპეშტში 24 აგვისტოს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთს აქვს „უსაფრთხოების საერთო სივრცე“ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შუა აზიაში საერთო უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმად.

ლავროვმა დასძინა, რომ ვაშინგტონის წინადადება, ნება დაერთოთ ლტოლვილებს, ავღანეთიდან რეგიონში გადასახლდნენ, შეარყევს რეგიონის სტაბილურობას.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს აშშ-ის ჯარს, განთავსდეს შუა აზიის ქვეყნებში, რაც მათ „დაუყოვნებლივ გადააქცევს“ სამიზნედ.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ჩინეთთან, აშშ-სა და პაკისტანთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ავღანეთში კრიზისის მოგვარებაში, რომელიც ამ თვის დასაწყისში წარმოიქმნა თალიბების მიერ თითქმის მთელი ქვეყნის დაკავების შედეგად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S