ავღანეთის მოვლენების ფონზე ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა
25/08/2021 13:32:31 მსოფლიო
სოციოლოგებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა დააფიქსირეს. ამერიკის მოსახლეობა გაიყო იმის შეფასებაში, რამდენად ეფექტურია ქვეყნის მოქმედი ლიდერი მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში, - წერს "Politico".
CBS News-ის დაკვეთით კვირას ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 49% ბაიდენის საქმიანობას დადებითად აფასებს, დაახლოებით იმდანივე, კერძოდ 48% - უარყოფითად. პირველ შემთხვევაში ივლისის მაჩვენებლთან შედარებით, 8-პუნქტიანი ვარდნა ფიქსირდება, მეორეში კი - 4-პუნქტიანი.
ანალოგიური მონაცემები მოჰყავს RealClearPolitics-ს: ჯგუფის ინფორმაციით, საპრეზიდენტო პოსტზე ბაიდენის საქმიანობის როგორც დადებითად, ისე უარყოფითად შემფასებელთა წილი თითქმის ტოლია და დაახლოებით 48%-ს შეადგენს.
FiveThirtyEight კი იმაზე მიუთითებს, რომ ბაიდენის საქმიანობის უარყოფითად შემფასებელთა რაოდენობა დაახლოებით 46%-ს გაუტოლდა და ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი ავღანეთის ცნობილი მოვლენებისა და კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეცემა. თუმცა მთლიანობაში, იგი მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპის, რომლის პოპულარობა არასოდეს აღემატებოდა 48%-ს.


