Accentnews.ge
მერკელი: "გერმანია ქაბულიდან მანამდე გააგრძელებს ევაკუაციის პროცესს, ვიდრე აეროპორტი აშშ–ის კონტროლის ქვეშ იქნება"

მერკელი: "გერმანია ქაბულიდან მანამდე გააგრძელებს ევაკუაციის პროცესს, ვიდრე აეროპორტი აშშ–ის კონტროლის ქვეშ იქნება"

25/08/2021 10:16:28 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინი ქაბულის აეროპორტიდან თანამოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციის პროცესს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე აეროპორტი აშშ–ის კონტროლის ქვეშ იქნება.

ოფიციალაური მონაცემებით, ამ დროისთვის გერმანიას ავღანეთოდან 4500 ადამიანი, მათ შორის 3700 ავღანელი ჰყავს ევაკუირებული.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.

მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S