ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
25/08/2021 10:00:56 საზოგადოება
ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თიბილაშვილი ფინალურ ეტაპზე ჩინელ მეტოქე ბიან ძინთან ანგარიშით 7:15 დამარცხადა.
მანამდე კი ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.
ეს საქართველოს დელეგაციის მიერ მოპოვებული პირველი მედალია. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშები გუშინ დაიწყო, ქვეყანა 14 პარასპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.


