Accentnews.ge
გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა

გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა

25/08/2021 09:17:41 საზოგადოება

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა, - იუწყება TV25.

მისი ცნობით, მანქანაში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი პირი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ ხევში გადავარდნის შემდეგ ავტომანქანა დაახლოებით 20-ჯერ ამოტრიალდა.

შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსოპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S