Accentnews.ge
გაერო – ავღანეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა 60% ბავშვია

გაერო – ავღანეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა 60% ბავშვია

25/08/2021 09:20:49 მსოფლიო

გაერო–ს განცხადებით, მიმდინარე წელს ავღანეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარზე მეტი – 60% ბავშვია.

მისივე ცნობით, საერთო ჯამში, წელს თითქმის 550 000 ავღანელი დევნილად იქცა, მათგან 400 000–ზე მეტმა პირმა ქვეყანა მაისის შემდეგ დატოვა.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ავღანელების ნაწილი ქვეყანას სახმელეთო გზით ტოვებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S