უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ე.წ "ზელიონკა" შეასხეს
25/08/2021 08:42:00 მსოფლიო
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, უმაღლესი რადის დეპუტატს პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში თავს დაესხნენ და ე.წ "ზელიონკა" შეასხეს. ინციდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის 30-წლისთავთან დაკავშირებული მარშის შემდეგ მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. მის წინააღმდეგ ხულიგნობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ინციდენტის შემდეგ პოროშენკო მხარდამჭერებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ თავდასხმასთან უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია დაკავშირებული.


