Accentnews.ge
"გარკვეულ სფეროებში ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება დისკრიმინაცია არაა"

"გარკვეულ სფეროებში ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება დისკრიმინაცია არაა"

25/08/2021 08:02:56 საზოგადოება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცხოვრების გარკვეულ სფეროებში ცხოვრების გარკვეულ სფეროებში ვაქცინაციის საბუთის წარდგენის დავალდებულება, დისკრიმინაცია არაა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის სავალდებულოობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ მიმართა კითხვით:

"საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური და სხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება, არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლების შემლახავ პრაქტიკას. ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული ან არავაქცინირებული პირებისთვის, არ იქნება დისკრიმინაციული მათი სათანადოდ დასაბუთების პირობებში. შესაბამისად დამსაქმებლებს ან ასევე მომსახურების გამწევ პირებს, უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატური წარმოდგენა".

მისი თქმით, აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებსაც, მაგალითად, როცა პირი წარმოადგენს ცნობას, ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, დისკრიმინაციად არაა აღიარებული ისეთი რეგულაციები, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის, ხოლო არავაქცინირებული ადამიანებისთვის აუცილებელია ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა:

"ზოგერთ შემთხვევაში ამგვარ საჯარო სივრცეებში უშვებენ იმ პირებსაც, რომელთაც ბოლო პერიოდში კოვიდ-19 გადაიტანეს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ".

მისი თქმით, ვაქცინაციის დავალდებულება გამოიწვევს პირის ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია, როცა ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, საზოგადოების ჯანდაცვის და ადამიანის სიცოცხლის დაცვას:

"შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არამხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S