თბილისში არსებულ საველე ჰოსპიტლებში ამ დროისთვის 119 პაციენტი მკურნალობს
25/08/2021 08:25:03 საზოგადოება
თბილისში არსებულ საველე ჰოსპიტლებში ამ დროისთვის 119 პაციენტი მკურნალობს. კერძოდ, დიღომში, ფრენბურთის მოედანზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტია ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების დაახლოებით 80% ჟანგბადდამოკიდებულია.
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ დღევანდელი მონაცემებით ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანი საშუალო სიმძიმისაა.
საველე ჰოსპიტლებში კოვიდ–სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.


